პოლიციამ ზუგდიდში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1978 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ქ. და 1966 წელს დაბადებული ბ.თ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ ბრალი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
“სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ, მათი პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 2 ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებენ უწყებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები