გიორგი ვოლსკი: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იყო ძალიან მყარი პოზიცია გამოხატული, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა
“პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იყო ძალიან მყარი პოზიცია გამოხატული, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მეგობარი ქვეყნები ყოველთვის მონდომებულები არიან, რომ საქართველოში სტაბილური ვითარება იყოს.
„პოლონეთის მაღალმა წარმომადგენელმა თქვა, რომ, რასაკვირველია, ეს არის სასამართლო, კანონმდებლობა, კოდექსი და ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ქვეყანამ შიდა საკითხები. ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყოველთვის მონდომებულები არიან საქართველოში სტაბილური ვითარება იყოს და ამ პრობლემას მიიჩნევენ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეგიონულ ჭრილში. განვიხილეთ უკრაინის თემა, როგორც ერთ-ერთი გამოვლინება იმ აგრესიისა, რომელიც 2008 წლიდან და კიდევ უფრო ძველი პერიოდიდან გრძელდება. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ, პრაქტიკულად, არის ყველაზე საფრთხის ზონაში მყოფი ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირისპირ. ასევე იყო ძალიან მყარი, მკაფიო პოზიცია გამოხატული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge