გიორგი კახიანი – ელჩების დანიშვნაზე: კონსტიტუციური ნორმების არასწორად წაკითხვამ პოლიტიკური გაუგებრობა წარმოშვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ელჩების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაუგებრობა კონსტიტუციური ნორმების არასწორად წაკითხვამ გამოიწვია.

„კონსტიტუციური ნორმების არასწორად წაკითხვამ წარმოშვა დღის წესრიგში პოლიტიკური გაუგებრობა. თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია, მაშინ პრეზიდენტმა ის კანდიდატები დანიშნოს და ამით დასრულდება ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, მთავრობის განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები