„ლეგენდარულმა „ერისიონმა“ ფანტასტიკური კონცერტი გამართა რუსთაველის თეატრში“ – თანხა უკრაინის ფონდში გადაირიცხა

ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია „ერისიონის“ კონცერტის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში და ანსამბლს მადლობას უხდის მშვენიერი საღამოსთვის.
„ლეგენდარულმა „ერისიონმა“ ფანტასტიკური კონცერტი გამართა რუსთაველის თეატრში, მთელი შემოსული თანხა კი მეგობარი უკრაინის ფონდში გადაირიცხა..
სცენაზე ძირითადად მომღერლები იყვნენ და არაჩვეულებრივი პოლიფონიით გვატკბობდნენ, თუმცა რამდენიმე საცეკვაო ნომერმა კიდევ უფრო გაალამაზა ისედაც მშვენიერი საღამო… სანამ დარბაზში შევიდოდით რამდენიმემ ზედმეტი ბილეთიც კი მთხოვა, რაც დიდი ხანია არ გამიგია, ალბათ პანდემიის გამო…
მოკლედ, მშვენიერი საღამო ვიხილეთ ჩვენ, ხოლო შემოსული თანხა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, იქნებ ცოტათი შეეშველოთ…
მშვიდობა მსოფლიოს! მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა ჩვენს საქართველოს!!!
უსაზღვრო მადლობა „ერისიონის” უბადლო შემსრულებლებს ასეთი საოცარი საღამოსთვის“! – წერს ბადრი ვადაჭკორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები