ზურაბ იაკობიშვილმა ​ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ზურაბ იაკობიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი გახდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ქართველმა სპორტსმენმა, ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ფინალში, სომეხი არმან ანდრეასიანი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამასთან, 57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ბუჯიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელი სალიმ ნაიმი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები