რუსებმა ზაპოროჟიეში Unian-ის ჟურნალისტი დააკავეს

Unian-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზოვკაში Unian-ის ჟურნალისტი, ირინა დუბჩენკო დააკავეს.

ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა დამ გაავრცელა. ალექსანდრა დუბჩენკოს თქმით, ირინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის დააკავეს.

“როზივკას ე.წ. კომენდანტის თქმით, იმის გამო, რომ ჩემი და მალავდა და მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალს, იგი დონეცკში, „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ წაიყვანეს”, – ამბობს ჟურნალისტის და.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები