წალენჯიხის მერი უკრაინაში გაემგზავრა
წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა უკრაინის ქალაქ იავოროვში გაემგზავრა.
მისი თქმით, იავოროვში ხელი მოეწერება ორ ქალაქს – წალენჯიხასა და იავოროვს შორის დამეგობრების მემორანდუმს.
“მივდივართ უკრაინის ქალაქი იავოროვში, რომელთანაც დამეგობრება შედგა ომის პერიოდში. ეს ისტორიული დამეგობრებაა. მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები – ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, ჰუმანიტარული მისია, სოლიდარობის და განვითარების ფონდის, თქვენ მიერ გაღებული თანხებით შეძენილი ჰოსპიტალური სექტორის დასახმარებლად დიზელგენერატორი. ამასთან, მიმაქვს ერთობლივი ბრძოლის, თანადგომისა და საუკუნოვანი მეგობრების განწყობები”,– თქვა ხარჩილავამ.