საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა

“29-30 მარტს, საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

“ზბიგნევ რაუ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ვოლსკთან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგებს პატივს და საპატიო სტუმრების წიგნში გააკეთებს ჩანაწერს. ასევე ზბიგნევ რაუ პატივს მიაგებს თბილისში ლეხ კაჩინსკის მემორიალს.

ზბიგნევ რაუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები