ირაკლი კოვზანაძემ საბანკო ფორუმზე, საბანკო სექტორის გამოწვევებსა და მომავალზე ისაუბრა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში – “საბანკო სექტორის მომავალი” (The Future of Banking) მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ძირითადი განხილვის თემა იყო საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები, შესაძლებლობები და ციფრული ტექნოლოგიები. ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა იმ რეალობაზე, რაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი მდგრადია და ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს.
„საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზირებულია, აქტივები მშპ-ის აღემატება (თითქმის 62 მილიარდი ლარი), სისტემას გააჩნია კაპიტალის საკმარისი ბუფერები და მაღალი ლიკვიდობა. პარლამენტში დაგეგმილია მთელი რიგი ინიციატივების განხილვა, რომელიც ხელს შეუწყობს საბანკო-საფინანსო სფეროს სტაბილურობის და მდგრადობის კიდევ უფრო გაზრდას”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.