ლაშა ხუციშვილი: სურსათის კუთხით ქვეყანა სრულად მომზადებულია, პროდუქტების დეფიციტი არ დადგება

სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანა არის სრულად მომზადებული. პროდუქტების დეფიციტი არცერთ პროდუქტთან მიმართებით ქვეყანაში არ დადგება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სურსათზე გაზრდილი ფასების გადახდა უწევს თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოში და არამარტო საქართველოში.

„პირველ ყოვლისა, რაც არის მნიშვნელოვანი, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანა არის სრულად მომზადებული. პროდუქტების დეფიციტი არცერთ პროდუქტთან მიმართებით ქვეყანაში არ დადგება და შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყანა სრულად არის მზად. ბუნებრივია, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ხდება ფასების ზრდა, კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ეს ასახვას ნამდვილად პოვებს საქართველოზეც, თუმცა, ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ ეს პროცესი. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფასზე, რომელიც მომდინარეობს უშუალოდ საომარი მოქმედებებიდან, რუსეთის შეჭრის გამო უკრაინაში, ამ ფასის გადახდა უწევს თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოში და არამარტო საქართველოში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები