“დღეს მეც უკრაინელი ვარ” – უკრაინის საელჩოსთან აქცია იმართება

მოძრაობა „მიშას სექტორის” წევრები უკრაინის საელჩოსთან აქციას – “დღეს მეც უკრაინელი ვარ” მართავენ.

მათი თქმით, ისინი ამ ფორმით უკრაინას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

„დღეს ჩვენ სიმბოლურად მოვედით უკრაინის საელჩოსთან, საიდანაც გვინდა, გავაგონოთ რუსულ ხელისუფლებას, “რუსულ ოცნებას”, რომ მათი განცხადებები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და დღეს ჩვენ უკრაინელები ვართ. დღეს ეს ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინის გამარჯვებაზე გადის საქართველოს ბედი. ეს აქციები გაგრძელდება და შემდეგი აქციები იქნება უფრო ფართომასშტაბიანი. მინდა მივმართო პრემიერს, რომ ის არის მოღალატე. მის განცხადებებს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს, ჩვენ უფრო ახლო მანძილიდან ვეტყვით, რომ ის არ გამოხატავს ქართველ ხალხის აზრს”, – განაცხადა ლევან მერებაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები