უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ავტომობილები, საცხოვრებელი სახლის სახურავები, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები.
ყველა შემთხვევის ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდა.