ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ქვეყნებში დაწყებული ომი უკრაინას ვერაფერში დაეხმარება და იქნებ დანილოვს ვინმემ აუხსნას ეს – 3,5 მილიონიანმა საქართველომ საკუთარი წილი მსხვერპლი 2008 წლის ომში უკვე გაიღო

“სხვა ქვეყნებში დაწყებული ომი უკრაინას ვერაფერში დაეხმარება და იქნებ დანილოვს ვინმემ აუხსნას ეს. 3,5 მილიონიანმა საქართველომ საკუთარი წილი მსხვერპლი 2008 წლის ომში უკვე გაიღო. ჩვენს გამო არც ომი დაუწყია ვინმეს, არც სანქციები შემოუღია. ასე რომ, ნუ გვამუნათებენ, რადგანაც ამ კუთხით ვალში არავისთან არ ვართ”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ, გულუბრყვილო და გულკეთილ ქართველებს, ეს რბილად რომ ვთქვა მავნებლური განცხადება, ჯერ მაინც “ფეიქი” გვეგონა. თუმცა, სამწუხაროდ მართალი აღმოჩნდა და უპირველეს ყოვლისა დაამტკიცა ის რომ ეს ვინმე დანილოვი აშკარად არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. და იცით რატომ? იმიტომ რომ საკუთარი ცხვირის იქით გახედვის უნარი არ გააჩნია და ვერ ხვდება თუ ასეთი უგუნური განცხადებებით, ხელს უწყობს მისი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობების კულტივირებას იმ ქვეყნებში, ვინც იყვნენ მისი განცხადების ადრესატები, მათ შორის საქართველოც. ეს რომ ასეა, ამას მოწმობს თუნდაც იმ ხალხის კრიტიკული შეფასებები დანილოვის განცხადებებზე, ვინც “ომის პარტიად” მოიაზრება და ვინც აქ მიზანმიმართულად ცდილობს ხან დამოუკიდებლად, ხანაც უკრაინელ თანამოაზრეებთან ტანდემში საქართველოს ომში ჩათრევას. საბედნიეროდ, ამაოდ! როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, შენი განცხადებებით ცდილობ გამოადნო ახალი სამხედრო კონფლიქტები მეგობრად მიჩნეულ ქვეყნებში და თვლი რომ ეს დაგეხმარება, ეს მორალთან მოდის კონფლიქტში”,- წერს ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები