ეპისკოპოსი იაკობი: შესაძლოა, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის და ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც გუშინდელ მიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასაც ეღირსება საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია.

„მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. წლები გადის და ისე აღიარებენ. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები