თორნიკე რიჟვაძემ, რამაზ ჯინჭარაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

„ოცნების ქალაქის“ პირველი ეტაპის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და 582 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო, რომელიც  მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსების, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნების მოწყობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები