გივი მიქანაძე საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის „ბერძნები საქართველოში” გახსნას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის „ბერძნები საქართველოში” გახსნას დაესწრო.
საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გივი მიქანაძემ მის ბერძენ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და ეროვნული დღესასწაული მოულოცა.