ახალციხის მერიასა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია მხარს დაუჭერს სტუდენტური ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას, გაგრძელდება წარჩინებულ სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა, მოეწყობა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა სახის დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე, ასევე წახალისებული იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები მერიის სისტემაში სტაჟირების გავლას შეძლებენ.

„სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აქ პროფესიონალი და მოტივირებული ადგილობრივი კადრების მომზადებასთან ერთად, მათ ხელშეწყობაზეც ვიზრუნოთ”, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა.

თავის მხრივ, უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შემდგომში აუცილებლად გამოადგებიან მუნიციპალიტეტს.

შეხვედრის ფარგლებში აქცენტი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტების მხარდაჭერაზე და სტაჟირების პროგრამის დანერგვაზე გაკეთდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები