რატი ბრეგაძე: საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის
„მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ დავაშიც იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული”,- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას: „სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელიცაა გაგზავნილი, რომელიც უკავშირდება გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებს. თუ გაქვთ ინფორმაცია, თუ არის საუბარი ამ სარჩელის დასაშვებობაზე, თქვენ, იუსტიციის სამინისტრო რა ფორმით იყავით ამ პროცესში ჩართული“.
მისივე თქმით, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.
“რაც შეეხება საქმეს „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე, საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი ამ საქმეში და ბუნებრივია, საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.