ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა
ENKA-ს 2021 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.
“ჯგუფის 90%-იანმა შვილობილმა კომპანია ENKA Renewables-მა შეწყვიტა საქართველოს მთავრობასთან, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან”, ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორთან და სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან” 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ „ნამახვანჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა.
“ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევის და ფორს-მაჟორის გამო. იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ იგი 40 389 000 აშშ დოლარის ოდენობით ჩამოწერა”, – აღნიშნულია ანგარიშში.