ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას იაპონიის მთავრობისგან სახანძრო სპეცტექნიკა გადაეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა. სპეციალურ ტექნიკურ საშუალებას ქუთაისის სამმართველო მიიღებს, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქალაქის მასშტაბით მაღალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის.

სამსახურისთვის ავტოკიბის გადაცემის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება ”Arbeiter-Samariter-Bund საქართველოსა” და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმდა. საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება იაპონელი მეგობრების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-6 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. იაპონიის მთავრობის დახმარებით სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები