მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრი სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს შეხვდა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 198-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების კუთხით, რაც მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილ ჩართულობასა და მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელი სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილ არაფორმალურ აქტივობებსაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები