“არა ომს” – ქუთაისში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, კედელი მოიხატა

საინიციატივო ჯგუფი – „ძალა ხალხშია” უკრაინას ქუთაისიდან სოლიდარობას უცხადებს.

ჯგუფის ინიციატივითა და მხატვარ დავით აბულაძის შესრულებით, ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე,  მეცხრე სკოლასთან კედელი მოიხატა.

“არა ომს” – ასე ჰქვია კომპოზიციას. ნახატზე გამოსახულია უკრაინელი ბავშვი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

“საინიციატივო ჯგუფის მთავარი სათქმელიც ესაა. არა ომს, არა ბავშვების ხოცვას, არა ოკუპაციას და არა ბოროტებას!

დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები