ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული უბნები ინტენსიურად იწმინდება
ქუთაისის მერი იმ ლოკაციებზე იმყოფებოდა, სადაც ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის დაზიანებები გამოიწვია.
გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები ოპერატიულად გადიან დაზიანებულ უბნებზე და წაქცეული ხეებისგან ათავისუფლებენ.
ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ცენტრალურ საავადმყოფოში ის მოქალაქე მოინახულა, რომელმაც ძლიერი ქარის გამო დაზიანება მიიღო. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება აქვს. მას კლინიკაში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და პირველადი დახმარება.