საჩხერეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ. ისინი სოფლების შომახეთის, კორბოულისა და ნიგვზარას მოსახლეობას შეხვდნენ.

მხარეებმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. გადაწყვეტილებების მიღება ხმათა უმრავლესობით მოხდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ შომახეთს გამოეყო 16 000 ლარი. მოსახლეობამ აქ ორი საკითხი დააყენა:

გზების მოხრეშვა
სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა გზების მოხრეშვის სამუშაოების განხორციელება.

სოფელ ნიგვზარას გამოეყო 16 000 ლარი. აქ მოსახლეობამ მხოლოდ ერთი საკითხი დააყენა:

ტაბატაძეები-ლაბაძეების სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობა

სოფელ კორბოულს გამოეყო 20 000 ლარი. მოსახლეობამ სამი საკითხი წარადგინა:

გზების მოხრეშვა
კაპანაძეების უბანში წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონის მოწყობა
ძლევის უბანში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა

მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა გზების მოხრეშვითი სამუშაოების განხორციელება.

არსებული ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები