ირაკლი ლექვინაძემ OECD-GVH RCC-მიერ ორგანიზებულ კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ ჯენიმ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) დირექტორის მოადგილე ფინანსურ და საწარმოთა საკითხებში, ანტონიო გომესმა და კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, რენატო ფერანდიმ.
„სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს- რეგიონული თანამშრომლობა: ტენდენციები და შესაძლებლობები; აღსრულება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; მდგრადი განვითარება და კონკურენციის კანონმდებლობა და ა.შ.
შეხვედრას, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ასევე ესწრებოდა – პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი, თამარ ჩაკვეტაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.