გორში, კომბინატის დასახლებაში, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში, კომბინატის დასახლებაში, სპორტულ დარბაზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შესყიდვის მიხედვით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 225 685 ლარია.

პროექტის მიხედვით, იგეგმება ცენტრალური და დამხმარე დარბაზის, სველი წერტილების, გასახდელების, დერეფნისა და კაბინეტის სრული რეაბილიტაცია.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

ამჟამად, კულტურის ცენტრის შენობაში (მშვიდობის გამზირი #12/ა) არსებულ სპორტულ სივრცეში 60-მდე აღსაზრდელი სპორტის ერთ-ერთ სახეობას – კინგ-ბოქსს ეუფლება.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=451123&lang=ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები