ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ ღვაწლმოსილ ექიმს 90 წლის იუბილე მიულოცა

ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე ექიმ ნონა მოდებაძეს პირადად ესტუმრა და 90 წლის იუბილე მიულოცა.

“ღვაწლმოსილი ექიმი, ნონა მოდებაძე დღეს იუბილარია.

იგი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემსახურა ჭიათურის ჯანმრთელობის დაცვის სისტემას.

ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე პირადად ესტუმრა და 90 წლის იუბილე მიულოცა ქალბატონ ნონას”, – აღნიშნულია ჭიათურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მინდა, მოგილოცოთ მნიშვნელოვანი თარიღი და მადლობა გითხრათ ღირსეულად განვლილი წლებისთვის. იმისათვის, რომ ათწლეულების განმავლობაში პირნათლად ასრულებდით თქვენს რთულ და საპასუხისმგებლო მოვალეობას – ემსახურებოდით ჩვენი თანაქალაქელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.

უფალი გფარავდეთ! დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები