სარჯველაძე – ბოტკოველს: აქციები ევროინტეგრაციას და განაცხადის შეტანას დაახლოებით ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია – პლანეტების მოძრაობას

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე კოლეგას “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ბოტკოველს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “აქციები ევროინტეგრაციას და განაცხადის შეტანას ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია პლანეტების მოძრაობას”.
საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ აქციების შემდეგ მოუწია მმართველ პარტიას ევროკავშირში განაცხადის შეტანა.
სარჯველაძის თქმით, ვერავის დაარწმუნებს ოპოზიცია იმაში, რომ აქციები რომ არ ყოფილიყო საქართველო განაცხადს არ შეიტანდა.
„აქციები ევროინტეგრაციას და განაცხადის შეტანას დაახლოებით ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია პლანეტების მოძრაობას. ეს არის უდავო ფაქტი და ფიქრობთ, ვინმეს დააჯერებთ, რომ აქცია რომ არ ყოფილიყო, განაცხადს არ შევიტანდით? ეს ხომ აბსურდია.
მართლა ფიქრობთ, რომ განაცხადი აქციების გამო შევიდა? კონფრონტაციისთვის კი არ ვკითხულობ, გულწრფელად, ამის გჯერათ? მოსახლეობაშიც არ მგონია ამას რაიმე დასაყრდენი ჰქონდეს. გგონიათ, რომ ქართველი ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლება აქციების გამო ადგა და შეიტანა განაცხადი და არა იმის გამო, რომ ეს ფანჯარა ობიექტური მოცემულობის გამო გაიხსნა? წუთობრივად და საათობრივად იცვლებოდა ვითარება. რასაკვირველია, ეს განაპირობა უკრაინაში მიმდინარე პროცესმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები