ლევან ხაბეიშვილი – ზარქუას: ირაკლი, ჯიგარო, ნაღდად არ მიცემიხარ

“ირაკლი, ჯიგარო, შენ ასე გიყვარს ხოლმე მომართვა, ნაღდად არ მიცემიხარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

“არ ვიცი, ირაკლი ზარქუას ტკივილს თუ ჩემი საუბარი აყენებს, თუმცა ცხადია, ფიზიკურად მე მისთვის არანაირი დაზიანება არ მიმიყენებია. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანი ჰყვება, რომ სხვადასხვა ადგილში სერიოზულად ვატკინე, თურმე დამირტყამს, მიცემია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩამიგდია. ირაკლი ჯიგარო, შენ ასე გიყვარს ხოლმე მომართვა, ნაღდად არ მიცემიხარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა შეწყდეს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები