ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტაბილურმა ეპიდვითარებამ მოქალაქეები არ უნდა გაათამამოს.
„დღესდღეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი დასტაბილურდა. ახალი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემცირებულია, დადებითობის მაჩვენებელიც 5%-ს არის ჩამოცილებული, რეპროდუქციის ინდექსიც უკვე დიდი ხანია, ინარჩუნებს ერთზე დაბალ ნიშნულს. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა დღეს ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 7 შემთხვევა დაფიქსირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურდება, თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტი რჩება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.