გივი მოდებაძე: ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადამიანების ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციისთვის

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ პირველ მოადგილესთან, გიორგი ბიწაძესთან და სამსახურების უფროსებთან ერთად, ჭიათურაში მცხოვრებ ბავშვებს მერიაში უმასპინძლა და მათთვის საგანგებოდ შერჩეული საჩუქრები გადასცა.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადამიანების ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციისთვის.
ძალიან გვინდოდა, რომ მათთვის დღევანდელი დღე გაგველამაზებინა და მინდა ბევრი ასეთი ლამაზი დღე ჰქონდეთ ცხოვრებაში”, – აღნიშნა ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ.
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები