დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, „მომავლის იმედი“-ს, „მადლი“-ს ბენეფიციარებთან და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნა. ინფორმაციას ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
 „დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანმა, თანაბარ პირობებში შეძლოს ცხოვრება.
„მზის შვილები“, უნდა იყვნენ ბედნიერები და წარმატებულები, ყოველ წამს უნდა გრძნობდნენ, თითოეული ჩვენგანის მაქსიმალურ მხარდაჭერას.
„მომავლის იმედი“-სა და „მადლი“-ს ბენეფიციარებისთვის გამართული გასართობი ღონისძიება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი“-ს ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეებს ჯონდო მდივნიშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა’, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაცია\სი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები