დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

️დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, სახლში ესტუმრა და სიმბოლურად მათი ტრადიციების გათვალისწინებით ტკბილეულისგან შემდგარი კალათები გადასცა. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“დღეს ვესტუმრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და პირადად მივულოცეთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული, ვუსურვებდი ყველას, რომ ამ დღესასწაულის სიხარულს სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს,” –  ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

ც️ნობისთვის, ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელების ერთ-ერთ ყველაზე მთავარი და საყვარელი დღესასწაულია. მას 21 მარტს აღნიშნავენ და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წელს აღნიშნული დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები