ჯანდაცვის სამინისტრო: 20 მარტის მონაცემით, COVID-19-ით გარდაიცვალა 8 ადამიანი, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

20 მარტის მდგომარეობით, ჰოსპიტალში Covid 19-ზე 799 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგრძნობლად არის შემცირებული რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა როგორც ზრდასრულ, ისე – პედიატრიული ასაკის პაციენტებში.

„20 მარტის მონაცემით, გარდაიცვალა 8 ადამიანი, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კლების დინამიკაა შენარჩუნებული გასული ორი კვირის განმავლობაში. 7-13 მარტის მონაცემებთან შედარებით, გასულ კვირას მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, გარდაცვალების შემთხვევები:
Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები 35%-ით შემცირდა; Covid 19-ის აქტიური შემთხვევები 23%-ით შემცირდა; Covid 19-ით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა 48%-ით იკლო; Covid 19-ით გარდაცვალების შემთხვევებმა 40%-ით იკლო.

Covid 19-ის მართვაში ჩართული კლინიკები კვლავ განაგრძობენ პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები