ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას UNDP-ის პროექტის კოორდინატორი ლიკა სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ხათუნა ხვიჩია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, მეზოპარტნერის წარმომადგენლები მარკუს ჯენალი, ფრენკ უოლტრინგი და ზვიად არჩუაძე და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი სოფია სვანაძე დაესწრნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით, საერთაშორისო გრანტების მეშვეობით განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.  შეხვედრაზე  მხარეებმა მომავალი თანამშროლობის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ძველი გერმანული უბნები დაათვალიერეს და აგროცენტრის მუშაობას გაეცნენ, ასევე დააგემოვნეს მცირე საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

აღსანიშნავია, რომ UNDP-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად, ისტორიულ სოფელ ტანძიაში, განხორციელდა პროექტი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ვუმასპინძლეთ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ გრანტების დახმარებით განხორციელებული პროექტების შედეგები გავაცანით, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ვიმსჯელეთ. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვლავაც გავაგრძელებთ და შევეცდებით, ერთობლივი ძალებით, მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე, არაერთი პროექტი განვახორციელოთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები