მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

 

ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

“მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ჩართულები არიან აღნიშნულ პროცესში და მთელი დღის განმავლობაში ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებიან, სადაც უხვი ნალექის გამო, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რომელიც ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მუშაობს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების დაცვისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები ეტაპობრივად ყველგან მოგვარდება.

ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს და არსებული პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად ყველგან შევძლებთ.

გზების გაწმენდითი სამუშაოები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღამის საათებშიც აქტიურად მიმდინარეობდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები