დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მერმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

 

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს მერიაში უმასპინძლა. ამის შესახებ “კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მერმა  და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა  აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

დათო გოგუამ ბავშვებს  საჩუქრები  გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები