ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას

მინდა, მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას და მოსახლეობის დაძაბვას.

„ასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. მინდა მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების ემოციებზე და გრძნობებზე. ყველას მინდა, რომ გთხოვოთ – როგორც საჭიროა, ისე დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი და ყველა ღირსეულად უნდა მოვიქცეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები