ოთარ შამუგია: GORBI-ს კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც პრემიერმინისტრმა მიიღო, მხარდაჭერილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს.

„შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია – ხორბალი, ფქვილი და ა.შ., ეს არის რეალობა; გარკვეული პროდუქცია შემოდის, გარკვეული პროდუქცია გადის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ავიცილო თავიდან მათთვის ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც პრემიერმინისტრმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის GORBI მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 64,5% სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები