მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალი სააკაშვილმა დაბომბაო და ამას ენტონი ბლინკენმა “ყალბი ნარატივები” უწოდა

ხომ არ იცით, ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და უნდა ამისთვის გასამართლდეს. შემთხვევით, ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა რომ გამოდის ხოლმე ტელევიზორში და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომათა დარბაზში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ზურაბიშვილის განცხადებებს ომზე “ყალბი ნარატივი” უწოდა.

“ჩემი მეგობარი, ენტონი ბლინეკი ცოტა ხნის წინ გამოვიდა და თქვა, რომ 2008 წელს შექმნეს ყალბი ნარატივები, ხომ არ იცით – ვინ შექმნა ეს ყალბი ნარატივები 2008 წელზე? რა თქმა უნდა, რუსეთმა. ხომ არ იცით, ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და უნდა ამისთვის გასამართლდეს. შემთხვევით, ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა რომ გამოდის ხოლმე ტელევიზორში და თავს “საქართველოს პრეზიდენტს” უწოდებს. მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი და ამას ბლინკენმა უწოდა “ყალბი ნარატივები”, რომელიც იქმნებოდა 2008 წლის გარშემო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები