სემეკის სასწავლო ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ახალ კურსს იწყებს
სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლებს.
კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სალექციო თემა „ენერგეტიკული ბიზნესი“, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია წაიკითხავს.
კურსი მოიცავს რეგულირების ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულირებადი სექტორების ძირითად სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს, სატარიფო პოლიტიკის საკითხებს, ენერგეტიკულ ბაზრებსა და მათი ლიბერალიზაციის პროცესს, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებს.
ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები. კურსი უფასოა, დაიწყება 11 აპრილს და ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 19:00 საათზე. მონაწილეებს შეეძლებათ შეხვედრაზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება.
კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2022 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე. რეგისტრაციის შემდეგ ჩატარდება გასაუბრება.
რეგისტრაცია
https://zoom.us/meeting/register/tJcrdeqgqzIrGtZ77F9z7smORwsLV0ZzeoEE