თეა ახვლედიანი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. გაზაფხულის შემოსვლისა და სიცოცხლის განახლების დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას!“, – აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.