21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2021 წელს მომზადდა 16 პროექტი და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში 444 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის, გაგრძელდა ქ. ქუთაისთან მუხნარი ტყის (საღორიის ტყე) აღდგენის სამუშაოები 272 ჰექტარ ფართობზე.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, „საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის“ თანახმად, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა. ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს სწორედ ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს.
21 მარტი ტყის საერაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.