საქართველოდან ექსპორტი 54.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 542.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.3 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 54.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 1 781.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 47.2 პროცენტიანი ზრდაა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, 1 021.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები