ოკუპანტებმა უკრაინაში 115 ბავშვი მოკლეს
ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა. 140-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მეტი დაშავებული კიევშია – 58, ხარკოვში – 36, დონეცკში – 29, ჩერნიჰოვში – 30, ნიკოლაევში -22, ჟიტომირში – 15, სუმში-14 და ხელსონში 14“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაბომბვის შედეგად ოკუპანტებმა გაანადგურეს 489 სასწავლო დაწესებულება. მათგან 69 სრულიად დანგრეულია.
„ეს მონაცემები არ არის საბოლოო, ვინაიდან არ გვაქვს საშუალება ადგილზე დავათვალიეროთ დაბომბილი რაიონები და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“, – აღნიშნეს გენპროკურატურის ოფისში.