რუსებმა სამხატვრო სკოლა ააფეთქეს, სადაც 400 ლტოლვილი თავს აფარებდა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში სამხატვრო სკოლა დაბომბეს, სადაც თავს 400 ლტოლვილი აფარებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა საბჭოზე განაცხადეს, რომ შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.