“თავდაცვის წინა ხაზი რუსი ჯარისკაცების ცხედრებითაა სავსე” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის წინა ხაზი „სავსეა რუსი ჯარისკაცების ცხედრებით“. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში ჩვენი თავდაცვის წინა ხაზი რუსი ჯარისკაცების ცხედრებით არის სავსე და ეს ცხედრები არავის მიჰყავს. მათზე გადავლით შეტევაში მიჰყავთ ახალი დანაყოფები, ერთგვარი რეზერვები, რომლებსაც რუსული ჯარების სარდლობა აგროვებს, სადაც კი შეუძლიათ. გვესმის, რომ რუსეთს დიდი ადამიანური რესურსი აქვს, ბევრი ტექნიკა, რაკეტები და ბომბები…
მაგრამ მე მინდა შევეკითხო რუსეთის მოქალაქეებს: რა გაგიკეთეს ამ წლების მანძილზე, რომ თქვენს დანაკარგებს ვეღარ ამჩნევთ?…“, – განაცხადა ზელენსკიმ.