Reuters: ბაჰამის კუნძულის ბანკები რუსული წარმომავლობის 3 მილიარდ დოლარს ინახავენ
ბაჰამის კუნძულების ფინანსური დაწესებულებები 3 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს ინახავენ, რომელთა მფლობელები რუსეთთან არიან დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “Reuters” ბაჰამის ცენტრალურ ბანკზე დაეყრდნობით ავრცელებს.
„ცენტრალურმა ბანკმა 420 მილიონი დოლარის ოდენობის დეპოზიტები და სატრასტო აქტივები ან დეპოზიტები 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით (რომელთა საბოლოო ბენეფიციარები და მფლობელები რუსეთიდან არიან ან მასთან კავშირში არიან) ბაჰამის ფინანსურ დაწესებულებებშია, რომელთაც გააჩნიათ ლიცენზია უცხოელთა მომსახურებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Reuters-ის ცნობით, არ არის მითითებული ეკუთვნის თუ არა ეს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სანქციები ადევთ.
შეგახსენებთ, რომ ბაჰამებმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა დაგმეს და 12 მარტს შეწყვიტეს ყველა ოპერაციის ჩატარება რუსულ ორგანიზაციებთან, რომელთაც დასავლეთმა სანქციები დაადო.