თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ხელმძღვანელი გიორგი თოდუა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფების უფროსები ესწრებოდნენ.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს მიმდინარე წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აგროკონსულტანტები მეთხილე-ფერმერებს, სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან ერთად, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას საკუთარ ნარგავებში სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით კოორდინირებულად სთავაზობენ.

“მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტურად დაიწყოს მოზამთრეობის ფაზიდან გააქტიურებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, შემდეგ კი აგროსამუშაოები დაგეგმილი სქემის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.”- განაცხადა აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები