გაერო-ს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, სულ მცირე, 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მათივე ცნობით, მოქალაქეების უმეტესობა მძიმე საარტილერიო თავდასხმებს, სარაკეტო და საიერიშო სროლებს ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა რაოდენობა მეტია, თუმცა, გაერო-ს წარმომადგენლები, საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ უფრო ზუსტი მონიტორინგის წარმოებას, განსაკუთრებით – იმ ქალაქებში, სადაც თავდასხმები უფრო მასშტაბურია, მაგალითად – მარიუპოლში.